,,გუგუტიანთკარში რაზმაძეების სახლი მზად არის, მაგრამ გამგეობა მიწას არ აძლევს" - თეონა დოლენჯაშვილი
,,გუგუთიანთკარში რაზმაძეების სახლი მზად არის, მაგრამ გამგეობა მიწას არ აძლევს." - აცხადებს მოძრაობა ,,ლელოს" წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი.

მისი განცხადებით, ოკუპანტი მხოლოდ რუსეთი არ არის, არანაკლები ოკუპანტები ხელისუფლებაში გვყავს.

საქმე ეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გივი რაზმაძის ოჯახს, რომლის სახლი მავთულხლართების იმ მხარეს მოყვა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ. თიბისი ბანკის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ იმავე დღეს განაცხადა, რომ რაზმაძეების ოჯახს სახლით დაეხმარებოდა.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს. მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად. რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები