უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სოციალური დამხარება მოუხსნეს
უკრაინაში დაღუპული ქართველ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სოციალური დამხარება მოუხსნეს. ამის შესახებ www.qartli.ge-ს ოჯახის წევრმა, ინგა ჩოჩნიძემ განუცხადა.

თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან ირიცხებოდა, მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში ავღვანეთსა და ერაყში. მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

სუხიაშვილის მეუღლე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გორში ცხოვრობს, ოჯახს სოციალური შემწეობა გადამოწმების შემდეგ, მოუხსნეს.

„სოციალური მუშაკი გადამოწმების მიზნით მოვიდა, როგორც აღმოჩნდა მაღალი ქულები მოგვივიდა და დახმარებაც შეგვიწყვიტეს. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ერთი საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე სკოლაში დადის. ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი თვეში 200 ლარიას, რომელსაც როგორც მარჩენალდაკარგულები ვიღებთ. სახლი საცხოვრებლად უვარგისია, დაზიანებულია სახურავი და კარ-ფანჯარა. ჩემი მეუღლე თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან განსაკუთრებბულ დავალებთა დეპარტამენტიდან 2014 წელს წამოვიდა და ამავე წელს უკრაინაში ინსტრუქტორად წავიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინელ ჯარისკაცებს წრთვნიდა. იქ სულ სამი თვე დაჰყო და 2015 წლის იანვარში დაიღუპა. ჩამოსვენების ხარჯებიც უკრაინის მთავრობამ გადაიხადა. რამდნეიმე ჯილდოც აქვს მიღებული უკრაინის პრეზიდენტის და პატრიარქისგან“- უთხრა Qartli.ge-ს თამაზ სუხიაშვილის მეუღლემ ინგა ჩოჩნიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები