ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ავსტრალიელი მოქალაქის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
არასრულწლოვანთა პორნოიგრაფიის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა გუშინ შეეფარდა. პროკურორის თქმით, მშობლებისათვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიული ნაწარმოების მომზადებაში იყენებდნენ.

დაკავებული 11 პირიდან 7 ბრალდებულის პროცესი გაიმართა გვიან ღამით, მოსამართლემ შვიდივე მათგანი პატიმრობაში დატოვა. ისინი არასრულწლოვნების ნათესავები არიან.

ჟურნალისტებთან კომენტარი საქმის პროკურორმაც გააკეთა. მისი თქმით საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას ამტკიცებს.

„მოგვეპოვება არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები, როგორც სატელეფონო საუბრები, საცხოვრებელი ბინის ჩანაწერები, ასევე ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები. როგორ მიჰყავთ ბავშვები აღნიშნულ მისამართზე. გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება აღნიშნული მასალის პორნოგრაფიული ხასიათი. ისინი იყვნენ არასრულწლოვნები, რომლებსაც ფოტოებს ამერიკის მოქალაქე უღებდა. ის ამჟამად დაკავებულია“-აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში 8 პირი დააკავეს. ფაქტზე სულ 11 ადამიანს წაუყენეს ბრალი. მათ შორის, უცხოეთის 2 მოქალაქეს.

იხ. ამავე თემაზე:

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 8 მოქალაქე გორის 3 სოფელში დააკავეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები