მიტროპოლიტი ანდრია: ,,ძალზედ მძიმეა რაიმეს თქმა"
ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების დამზადებასა და ტრეფიკინგის ფაქტთან დაკავშირებით ატენისა და გორის ეპარქიის წინამღვარი განცხადებას ავრცელებს:

,,ყველასათვის სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ჩვენს რაიონში ორ მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, შარშან მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა, ახლა კი მოზარდების უზნეობაში თანამონაწილეობის მცდელობა, რამაც გაიჟღერა ქართულ მედია თუ ინერნეტ სივრცეში.

ძალზედ მძიმეა რაიმეს თქმა, რამეზე საუბარი, მიმდინარეობს გამოძიება ამ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით, დაველოდოთ მის შედეგებს. მაგრამ, თავად ეს შემაძრწუნებელი ფაქტი ყველა ჩვენგანს გვავალდებულებს დავფიქრდეთ ჩვენი შვილების მომავალზე, მათ სწორ სულიერ, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ აღზრდაზე.

ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის დამდეგს, შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს დაიფაროს საქართველო და ქართველი ერი ამგვარი შემთხვევებისაგან." - აღნიშნავს მეუფე ანდრია (გვაზავა)
Print

სტატიის გამოყენების პირობები