გორის სოფელ სობისში ადგილობრივი მოსახლეობა ,,მაგთის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ადგილობრივი მოსახლეობა კომპანია ,,მაგთის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

ორი დღეა, მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, კამათი მიმდინარეობს. გუშინ, მუშაობის საშუალებაც არ მისცეს.

სობისელები ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხმა მიაწვდინონ. მოსახლეობა ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის დაყენებას აპროტესტებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ანძის მუშაობა უსაფრთხო არ იქნება მათი ჯანმრთელობისთვის და მოსავალსაც დაუზიანებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ქსელის წარმომადგენლებს გუშინ ხელი შეუშალეს და მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, თუმცა ისინი სოფელში დღესაც გამოჩნდნენ და სამუშაოებს აგრძელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები