გორში ,,ევროპის სპორტის კვირეული" გაიმართება
ევროპის სპორტის კვირეული გორში, 23 - დან 30 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებით აღინიშნება. კვირეული „ახალბაღში“ მდებარე გაბუნიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე გაიხსნება.

გარდა მარათონისა, წარმოდგენილ სპორტულ შეჯიბრებებში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს თასები და სიგელები გადაეცემათ. მარათონის გამარჯვებული მონაწილეები კი მოპოვებული საპრიზო ადგილების გათვალისწინებით 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდებიან. საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა.

“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.

წარმოგიდგენთ ღონისძიებების ნუსხას:

ფეხბურთის ტურნირი 2009 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის;
მისამართი - ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი (ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზის მიმდებარედ);
23 სექტემბერი
15:00

ფეხბურთის ტურნირი 2010 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის;
მისამართი - ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი (ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზის მიმდებარედ);
24 სექტემბერი
15:00

ფეხბურთის ტურნირი 2011 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის;
მისამართი - ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი (ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზის მიმდებარედ);
25 სექტემბერი
15:00

ფეხბურთის ტურნირი გოგონებს შორის;
მისამართი - ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი (ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზის მიმდებარედ);
26 სექტემბერი
15:00

ტურნირი ჭადრაკსა და ნარდში;
მისამართი - გართობისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“;
26 სექტემბერი
15:00

მარათონი (სტარტი „ახალბაღიდან“);
28 სექტემბერი
შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 17:00 საათზე, გარბენი კი 18:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობას შორის;
28 სექტემბერი
19:00
Print

სტატიის გამოყენების პირობები