გორთან მტკვარზე მეთევზეებმა ქალის ცხედარი ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მეთევზეებმა ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია 77-წლის ქალბატონი, რომელსაც ოჯახის წევრები თითქმის მთელი დღე ეძებდნენ.

მეთევზეებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი გუშინ გვიან საღამოს მდინარის ნაპირზე ნახეს. მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი გორიდან დინებამ გარიყა. გამოძიება მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები