2019 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის
532 შემთხვევა დაფიქსირდა. თუკი, 1 ივლისამდე ასეთი ძალადობის 402
შემთხვევაა რეგისტრირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ივლისიდან
სექტემბრამდე 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
8 თვის შემაჯამებელი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გამოაქვეყნა.
მსხვერპლი ქალი - 244 ქალი
მსხვერპლი - კაცი - 74
მოძალადე ქალი - 58
მოძალადე კაცი - 238
VII-VIII თვე
მსხვერპლი ქალი - 44
მსხვერპლი კაცი - 7
მოძალადე ქალი - 11
მოძალადე კაცი - 39
ჯამში,
1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე
მსხვერპლი ქალი - 288
მსხვერპლი კაცი - 81
მოძალადე ქალი - 69
მოძალადე კაცი - 277
თვეების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით
აგვისტოს
თვეში შიდა ქართლში სულ ოჯახში ძალადობის 68
შემთხვევა დაფიქსირა, აქედან ფიზიკური ძალადობის 12, ფსიქოლოგიური 52,
ეკონომიკური 2, 1 იძულება და 1 უგულველყოფა.
აღნიშნულ შემთხვევებზე გამოვლენილია 39 მოძალადე მამაკაცი და 11 ქალი,
რაც შეეხება მსხვერპლებს, მათი რაოდენობა გენდერულად ასე გამოიყურება
7 მამაკაცი და 44 ქალი.
რაც შეეხება ივლისს, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილია ოჯახში
ძალადობის 62 შემთხვევა, აქედან 15 ფიზიკური, 45 ფსიქოლოგიური და 2
ეკონომიკური. გამოვლენილია 42 მოძალადე მამაკაცი და 6 მოძალადე ქალი.
ამავე თვეში 39 ქალია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და 8 მამაკაცი.
რაც შეეხება უფრო წინა პერიოდს, 2019 წლის 1 იანვრიდან ივნისის
ჩათვლით, რეგიონში გამოვლენილია ოჯახში ძალადობის 402 შემთხვევა.
აქედან, ფიზიკური ძალადობის 105, ფსიქოლოგიურის 284, ხოლო იძულების 5
ფაქტი.
გარდა ამისა, დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის ორი შემთხვევა, ამავე
რაოდენობის ეკონომიკური ძალადობა და 4 უგულველყოფა. ამავე
სტატისტიკაში ნათქვამია, რომ 6 თვეში გამოწერილია 345 შემაკავებელი
ორდერი.
რაც შეეხება მოძალადეების სტატისტიკას, 6 თვეში გამოვლინდა 238
მოძალადე კაცი და 58 მოძალადე ქალი. მსხვერპლთა რაოდენობის კუთხით კი,
74 კაცი და 244 ქალია.
სტატიის გამოყენების პირობები