უფლისციხესთან სატვირთო ავტომანქანა გზიდან გადავარდა
სოფელ უფლისციხესთან სატვირთო ავტომანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა მძღოლი.

სატვირთო მანქანას ე.წ. შებელი (წვრილი ხრეში) გადაჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები