ხრეშის მანქანა 10 მ სიმაღლიდან გადავარდა (ფოტოები)
უფლისციხესთან მომხდარ საგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებლობა სავარაუდოდ იმ კომპანიას დაეკისრება, რომელიც სოფელთან ახლოს, ქვიშის კარიერზე მუშაობს. 

შემთხვევა ცოტა ხნის მოხდა. მკვეთრ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრეშით დატვირთული მანქანა დაახლოებით 10 მ სიმაღლიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. ადგილობრივები აცხადებენ, სატვირთო მანქანები დიდი ხანია მოძრაობს და არ იციან, თუ სად ცხოვრობენ ან ვინ არიან.

qartli.ge წერდა, რომ ქვიშა-ხრეშის კარიერზე მომუშავე მანქანების მოძრაობა სოფლის გზაზე დაუშვებელია.

კომპნია ,,გარანტი 2012" ლიცენზია თითქმის ერთი წელი აქვს აღებული. მოსახლეობის თქმით, ამ კომპანიის მანქანებმა დააზიანეს როგორც შიდა გზა, ასევე, სოფლის მთავარი, მოასფალტებული ნაწილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები