კასპის მერია 88 000 ლარად სცენას ყიდულობს
ერთი სცენის შესყიდვაში, რომლის სიგრძე-სიგანე 12/10 მ უნდა იყოს, კასპის მერია 88 000 ლარს ხარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ავრცელებს.

შესყიდვების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მომსახურება ერთჯერადი იქნება.

,,120 კვ.მ ფართობის სცენა მუნიციპალიტეტს დარჩება. კულტურული ღონისძიებებისთვის გვჭირდება. აქამდე არასდროს გვქონია. საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა. ეს იმისათვის, რომ ქირავნობის ღირებულება აღარ გადავიხადოთ" - აღნიშნა კაპის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ნინო ჯინიყაშვილმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები