მამაკაცი, რომელიც სოფელში ხმამაღლა იგინებოდა, 1000 ლარით დააჯარიმეს
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა პოლიციიის თანამშრომელს აგინა. ამის გამო, 35-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. სასამართლომ დღეს დილით 1000 ლარით დააჯარიმა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოხდა. მამაკაცის წინააღმდეგ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.

„მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლის მითითებას არ დაემორჩილა და განაგრძობდა უცენზურო სიტყვებით ლანძღვას. აგინა პოლიციელს „- უთხრეს Qartli.ge-ს უწყების პრეს-სამსახურიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროსმ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 (პოლიციელის დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები