ახალი ამბები
ქართული ესტრადის მომღერლებმა გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთში იმღერეს
დღეს, 25 სექტემბერს, 15:00 საათზე საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ მერეთის საჯარო სკოლის ეზოში, კონცერტი გაიმართა.

კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია იყო.

,,ისინი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს მიულოცავენ და საესტრადო სიმღერებს შეასრულებენ" - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მიწვეულნი იყვნენ: დათო გომართელი; ნოდიკო ტატიშვილი; დათუნა მგელაძე; გიორგი სუხიტაშვილი; მაკა ზამბახიძე; ნეკა სებისკვერაძე; თიკა ჯამბურია; ნიკა მაჩაიძე; ლელა წურწუმია; ოთო ნემსაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები