საოკუპაციო ხაზთან ,,ძალა ერთობაშიას" წევრი გარდაიცვალა
პატრულირების დროს საოკუპაციო ხაზთან ანტისაოკუპაციო მოძრაობა-ძალა ერთობაშიას წევრი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ქარელის რაიონში, სოფელ ატოცში დღეს გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების თქმით, 44 წლის გიორგი დეკანოსიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერიზა გორის პროზექტურაში უტარდება, საქმეს კი პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

დავით დეკანოსიძე ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას რიგებში, ორგანიზაციის დაარსების დღიდან ირიცხებოდა. ის 2017 წლიდან შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პატრულირებდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები