გორის ქალთა კამერული გუნდი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო გორის ქალთა კამერული გუნდი ოჯახს უსამძიმრებს:

,,გორის ქალთა კამერული გუნდი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი ქართველი კომპოზიტორის და უდიდესი პიროვნების, ბატონ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს! ნათელში იყოს მისი სული..." - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღეს გია ყანჩელი 84-წლის ასაკში გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები