პოლიციამ გორში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ა.ვ. გორში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს - 1985 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები