ზნაურელი იზა სიუკაევი შვილს 28 წელია ეძებს
მურად სიუკაევი 28 წლის იყო, როდესაც დაიკარგა. 1991 წლის თებევრლიდან დღემდე მას დედა, იზა სიუკაევი ეძებეს. ეს ამბავი  ჟურნალისტმა დიანა ვალიევმა იმ დროს შეიტყო, როდესაც შვილდაკარგული დედა ცხინვალში სამგლოვიარო მიღებაზე იმყოფებოდა.

ცხინვალელი ჟურნალისტი სოფელ ზნაურში (ყორნისი) იზა სიუკაევს სახლში ეწვია. მოხუცებული დედა, ამჟამად, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. იგი დიანას მოუყვა, თუ როგორც ეძებს შვილს წლების განმავლობაში, რისთვისაც მცხეთაშიც კი, მოუწია ჩასვლა.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მცხეთაშია დაკრძალული“ - აცხადებს იზა სიუკაევი. იმედი აქვს, რომ შვილის ცხედარს ოდესმე დაიბრუნებს, თუმცა ამის იმედი ნელ-ნელა უქრება.



როგორ დაიკარგა 26 წლის მურადი

მურად სიუკაევი 1991 წლის თებერვალში გაუჩინარდა. ღამის სროლა ატყდა. დედა იხსენებს, რომ სროლის დაწყებიდან მალე მურადი იმ საგუშაგოსკენ გაიქცა, სადაც ოსი მებრძოლები იმყოფებოდნენ. 90-იან წლების დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ეთნიკური ოსებით და ქართველებით დასახლებულ ტერიტორიებს საგუშაგოების მეშვეობით იცავდნენ.

,,არ ვუშვებდი, მაგრამ მაინც გაიქცა. მეც მაშინვე გავყევი უკან. მილიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, მაგრამ იმ ღამით ჩემი შვილი არ გამოჩნდა“ - იხსენებს იზა სიუკაევი. მას შემდეგ კიდევ მრავალი დღე გავიდა და მურად სიუკაევი სახლში არ დაბრუნებულება.
დედა არ შეუშინდა კონფლიქტს. შემოიარა ყველა ის სოფელი, რომელიც ზნაურის გარშემო მდებარეობდა, ძირითადად, ქართველებით დასახლებული სოფლები. ყველას ეკითხებოდა მურადის შესახებ, თუმცა პასუხობდნენ, რომ მისი შვილი არავის უნახავს.

მოულოდნელი ცნობა

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც სათონეში პურს აცხობდა, ერთმა თანასოფლელმა ჩაიარა მათ ჭიშკართან. ის ახალი ჩამოსული იყო ჩრდილოეთ ოსეთიდან. შვილდაკარგულ დედას უთხრა, რომ ასეთი სახელისა და აღგნაგობის ბიჭი ჩრდილოეთ ოსეთში, ალაგირში ნახესო.

,,ჩემ მეუღლეს სიარული აღარ შეეძლო. მე მეორე დღესვე წავედი ვლადიკავკაზში. სად უნდა მეძება? მისამართი მე არ ვიცოდი. მივედი იქ სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ, რომლებიც საქართველოდან იყვნენ წასულები,“ - ყვება იზა სიუკაევი.

ჩრდილოეთ ოსეთში ერთ-ერთ ოჯახში განაცხადეს, რომ მურადი და მათი შვილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქართველ მებრძოლებს დაუჭერიათ: ,,იმ კაცმა მითხრა, შენი შვილი მცხეთაში დაკრძალესო, ჩემი შვილი კი, 3 თვის შემდეგ გარდაიცვალაო. მთხოვა კიდეც, გააგებინე მის მშობლებსო" - იხსენებს იზა სიუკაევი.

ვიზიტი მცხეთაში

შვილდაკარგული დედა ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა და მცხეთაში წავიდა. ის მცხეთის პროკურორს შეხვდა. აღნიშნავს, რომ პროკურორმა და მისმა თანამშრომლებმა იგი კარგად მიიღეს.

იმ წელს 18 მებრძოლი დაუკრძალავთ მცხეთასთან. მათ შორის ისინიც, ვინც მდინარემ გამორიყა. დედას რამდენიმე ცხედარი აჩვენეს, თუმცა მათგან არც ერთი იყო მურადი. დედა ეჭვობს, რომ მისი შვილი დაკრძალულებს შორის იქნებოდა. თუმცა, სხვა ნეშთების ექსგუმაცია არ მომხდარა.

,,აქამდე სად იყავიო“ - მითხრა პროკურორმა. მე მათ ვარწმუნებდი, რომ შვილს დიდი ხანია ვეძებდი, სად აღარ ვეძებდი.“ - იხსენებს იზა სიუკაევი.

წითელი ჯვრის იმედი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშთების მოძიება აქტიურად დაიწყო, იუზა სიუკაევი ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების პროკურატურაში მივიდა და შვილის ძებნაში დახმარება სთხოვა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მურად სიუკაევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ჟენევაში ქართულ დელეგაციას გადასცეს.

,,მე იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილის ნეშთი მცხეთაში აღმოჩნდება. მანამდე, აქ საფლავზე პატარა ქვა გავაკეთე და მის სახელზე მივდივარ ხოლმე“ - უყვება შვილდაკარგული დედა ჟურნალისტს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები