მამუკა ხაზარაძემ ასაწყობი სახლის მასალები კვლავ რაზმაძეების ოჯახს გადასცა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გივი რაზმაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის მასალები ისევ მიუტანეს.

მოძრაობა ,,ლელოს" წარმომადგენლებმა კოტეჯის ასაწყობი მოწყობილობები სატვირთო მანქანით უკვე გაუგზავნეს. გივი რაზმაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ამ მასალებს გუგუტიანთკარში წაიღებს და სახლს იქ ააწყობს.

ცნობისათვის, გივი რაზმაძის სახლი სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ამის სანაცვლოდ, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახლს რაზმაძეების ოჯახს გადასცემს.

რაზმაძეები აცხადებდნენ, რომ ურჩევნიათ ახალი სახლში გორში დადგან, თუმცა მამუკა ხაზარაძე და მისი მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ უმჯობესია ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ააწყონ.

საბოლოოდ, რაზმაძეების გადასაწყვეტია, თუ სად წაიღებენ მასალებს და ააწყობენ სახლს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები