გორში ბლოკის საამქროში მუშა დაშავდა
მამაკაცს, რომელიც ბლოკის საამქროში სიმაღლიდან ჩამოვარდა, ყურის ნაწილობრივი ამპუტაცია დასჭირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ვებ-გვერდი ,,გორის მაცნე" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამშენებლო მასალების  საამქროში, ბლოკის დაზგის წმენდისას მუშას შემთხვევით ელექტრო მექანიზმი ჩაერთო. 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, იგი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს თავის არეში აღენიშნება ჭრილობები და თავის ტვინის შერყევა, ასევე, საწარმოო ტრავმის დროს მოხდა ყურის ნიჟარის ნაწილობრივი ამპუტირება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევებიც და დაწყებულია მკურნალობა. პაციენტი მოთავსებულია ,,გორმედის“ სტაციონარში“, - განაცხადა ექიმმა ნეიროქირურგმა კახა ფაცინაშვილმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები