ქვის საამქროში დაშავებული მუშის შესახებ პასუხისმგებლობას იხსნიან
გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ქვისა და ხის საამქროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საწარმოო პროცესში მუშა არ დაშავებულა.

ამის შესახებ ობიექტზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადეს. საწარმოს წარმომადგენლის განცხადებით, საამქროში უსაფრთხოების ზომები დაცულია და პასუხისმგებლობას იხსნიან.

დღეს შუადღეს საწარმოში მუშა დაშავდა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყურის ნაწილობრივ ამპუტაცია დაჭირდა. 

,,პაციენტს თავის არეში აღენიშნება ჭრილობები და თავის ტვინის შერყევა, ასევე, საწარმოო ტრავმის დროს მოხდა ყურის ნიჟარის ნაწილობრივი ამპუტირება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევებიც და დაწყებულია მკურნალობა. პაციენტი მოთავსებულია ,,გორმედის“ სტაციონარში“, - განაცხადა ,,გორმედის" ექიმმა ნეიროქირურგმა კახა ფაცინაშვილმა

Print

სტატიის გამოყენების პირობები