,,შეცვალე" ანუ ,,ალისა თოვლის ქვეშ" გორის თეატრში 175-ე სეზონს გახნის
175-ე საიუბილეო სეზონს ერისთავის სხელობის გორის თეატრი პრემიერით ხსნის.

ქართველ-ბელორუს დრამატურგთა კონპროდუქცია, ალენა ივანიუშენკოს პიესის მიხედვით "ალისა თოვლის ქვეშ" რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. "შეცვალე" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელის პრემიერასაც ერისთაველბი თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში წარმოადგენენ.

"ადამიანებს გვახასიეთებს მიჯაჭვულობა სხვა ადამიანების მიმართ. გარემოს მიმართ რომელსაც მივეჩვევით გვიჭირს განშორება. კიდევ უფრო რთულია ჩვენს მიერ შექმნილი სამყაროდან გამოსვლა, რაც ჩვენში აფერხებს განვითარებას, გვიზღუდავს თავისუფლებას... ეს არის ამბავი ახალგაზრდა გოგოზე, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სამყაროში...არავინ, არის ვალდებული სხვა გააბედნიეროს!" - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი და ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი.

საპრემიერო ჩვენება გორში 5 - 6 და 26 ოქტომბერს გაიმართება. ამის შემდეგ სპექტაკლი ბელორუსიაში დაგეგმილ ბობრუისკის ფესტივალზე მიდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები