გორთან ავტობანზე მანქანა მამაკაცს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ის გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც მთავარ მაგისტრალზე, გორი-თბილისის მიმართულებით, მოძრაობაც შეფერხდა. სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლებს უკვე ცხედარი დახვდათ.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს და დეტალებს გამოძიება გაარკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები