36-წლის სურამელი მამაკაცი მტკვარმა რუსთავთან გამორიყა
ზურაბ დადეშელი სურამში გადასვლამდე ხაშურში ცხოვრობდა. მას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ზურაბ დადეშვილი მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა, მას მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული სხეულის სხვადასსხვა ნაწილზე.

„ეს ბიჭი, ოჯახთან ერთად, ბოლო რამდენიმე წელია, სურამში ზინდისის დასახლებაში ცხოვრობდა. სამი შვილი დარჩა. როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში უცხოეთში იმყოფებოდა და ახალი ჩამოსული იყო. მისი საქმიანობის შესახებ სხვა არაფერი ვიცვით“- უთხრა Qartli.ge-ს სურამის მკვიდრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, უწყებაში გვითხრეს, რომ მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები