გორში პარკირების სისტემა ამოქმედდა
დღეიდან გორში პარკირების სისტემა ამოქმედდა, პარკირების ინსპექტორები დილიდან  ქალაქში სიანფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ.

პირველ ეტაპზე, ანუ ერთი თვის განმავლობაში მოხდება მძღოლების, მოქლაქეების ინფორმირება და გაფრთხილება დაჯარიმების გარეშე.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საფასური დადგენილია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებით, რომელიც შეადგენს 1 დღე - 1 ლარი. 30 დღე - 10 ლარი. 90 დღე - 15 ლარი . 180 დღე - 25 ლარი. 365 დღე - 40 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები