სურამელი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს - ადვოკატი
ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის ორი პოლიციელი. ინფორმაცია Qartli.ge-ს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მიაწოდა. იურისტი ერთ-ერთ პირის იცავს, რომელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არის დაკავებული.

„გიდასტურებთ, რომ ამ საქმეზე 4 პირია დაკავებული, მათ შორის, არის ორი პოლიციელი. ფიგურირებს თუ არა მკვლელობაში მაღალჩინოსნის შვილი, ეს გამოძიების საქმეა. დეტალებს მეც არ ვიცნობ და საქმეს ახლა ვეცნობი. ვიცი ის, რომ ფაქტი რუსთავში მოხდა“- აცხადებს კობაიძე.

Qartli.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ: ,,მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.

ზურაბ დადეშელი სურამელია და მას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. 36 წლის მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები