გორში სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა დაიწყო
5 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაიწყო სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2019-2020 წლისთვის.

პროგრამის მიზანია საჯარო სკოლის თვითმმართველობების გაძლიერების მიზნით სპეციალური ტრენინგ კურსის უზრუნველყოფა, რომელიც ორიენტირებული იქნება, როგორც პროცესში ჩართული ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებაზე ასევე საჯარო სკოლებში თვითმმართველობების გაძლიერებაზე.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ტრენინგ კურსებს:

1. გუნდი და გუნდური პრინციპით მუშაობა,

2. თვითმმართველობა და მისი არსი, თვითმმართველობის სისტემა,

3. ლიდერი და ლიდერის თვისებების განვითარება,

4. აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, ორგანიზება (ფუნქცია მოვალეობების გადანაწილება)

5. ადაპტირებული აქტივობების ორგანიზება და შშმ პირთა ჩართვის მეთოდები

6. ადვოკატირება და ლობიზმი,

7. რესურსების მოძიება და მართვა,

8. ჯანსაღი ცხოვრების წესი,

9. გენდერი,

10. ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა დაცვის ცენტრები საქართველოში,

11. ბულინგი და ბულინგის პრევენცია.

პროგრამა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერისათან ერთად, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი"
Print

სტატიის გამოყენების პირობები