სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნით გორში აქცია გაიმართება
ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობის“ და „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლები სტალინის მუზეუმის ეზოში 14:00 საათზე შეიკრიბებიან. ისინი სტალინის ძეგლის აღდგენას მოითხოვენ.

ამის შესახებ Qartli.ge-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნაზო კურტანიძემ განუცხადა.

„ველოდებით 100-დან 150-მდე ადამიანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ძეგლის დაბრუნებაა. ვაპირებთ სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოდან მსვლელობა მოვაწყოთ იმ ადგილამდე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ძეგლი აღდგეს იმ ადგილას, საიდანაც აიღეს. „ბელადის“ ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 1 ნოემბრიდან დავიწყებთ“- უთხრა Qartli.ge-ს „მეგობრობა და სამართლიანობას“ ერთ-ერთმა დამუძნებელმა ნაზო კურტანიძემ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები