ახალი ამბები
სახლი, სადაც 26-წლის მარტოხელა ბიჭი ცხოვრობს
26-წლის მამაკაცს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარიდანაა, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი მოძველებულია და თითქმის დანგრეული.

საცხოვრებელ ოთახში ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა. ვერ სარგებლობს სოციალური დახმარებით. ამის შესახებ ინფორმაცია კასპში არსებულმა ორგანიზაციამ ,,კასპის შშმ პირთა კავშირის" წარმომადგენელმა განუცხადა. 

,,ეს ბიჭი არის 26 წლის. არ ყავს მშობლები. ბოლო დრომდე პაპასთან ერთად ცხოვრობდა. ისიც გარდაიცვალა. ამჟამად, უწევს ასეთ პირობებში ცხოვრება. შრომობს, მაგრამ შეუძლებელია პირობების გაუმჯობესება. მეზობლები და სოფელიც მხარში უდგას, თუმცა მას სხვა ხელშეწყობა ჭირდება" - აცხადებს დათო პარკაძე.

კასპის მერის რწმუნებული მეტეხის თემში აცხადებს, რომ ამ ოჯახს ცემენტით დაეხმარებიან: ,,ამჟამად, სიებს ვადგენთ და ეს ოჯახიც ჩასმულია სიაში. ამ ეტაპზე, ბალკონი აქვთ დაზიანებული და ვცდილობთ გავამაგროთ. ჩვენ შევუწყობთ ხელს მაქსიმალურად" - აცხადებს რწმუნებული იოსებ მარღიშვილი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ეცდება მაქსიმალურად ხელი შეუწყონ პირობების გაუმჯობესებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები