19 ოქტომბერს ,,კასპობა 2019" გაიმართება
2019 წლის 19 ოქტომბერს კასპში სახალხო დღესასწაული ,,კასპობა" გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია თითქმის 26 ათასი ლარი. ამ თანხაში შედის 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან ღონისძიების მონაწილეების ტრანსპორტირება.

ასევე, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უფასოდ, ფოტოსა და გიფების გადაღება. ბავშვებს ზღაპრის 11 გმირი დახვდება; ყველა სოფელს თავისი კუთხე ექნება. გამოფენენ დაახლოებით 200 მ სიგრძის სადღესასწაულო დროშა-ბანერს.

მთვარ მოედანზე თივის ტუკებზე და დახლებზე ადგილობრივ ხილს დააწყობენ. საღამოს გაიმართება კონცერტი დიჯეისთან ერთად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები