გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს
ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობის“ და „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლები სტალინის მუზეუმის ეზოში იკრიბებიან. 14 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, რომლის მიხედვით ისინი სტალინის ძეგლის აღდგენას მოითხოვენ.

მუზეუმის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მთავარ მოედანზე გადაინაცვლებენ.

„ველოდებით 100-დან 150-მდე ადამიანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ძეგლის დაბრუნებაა. ვაპირებთ სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოდან მსვლელობა მოვაწყოთ იმ ადგილამდე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ძეგლი აღდგეს იმ ადგილას, საიდანაც აიღეს. „ბელადის“ ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 1 ნოემბრიდან დავიწყებთ“- უთხრა Qartli.ge-ს „მეგობრობა და სამართლიანობას“ ერთ-ერთმა დამუძნებელმა ნაზო კურტანიძემ


Print

სტატიის გამოყენების პირობები