საბავშვო ბაღებში ნარჩენების მართვის საკითხს სასწავლო პროგრამაში გაითვალისწინებენ
გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს ერთდღიანი სემინარი, ნარჩენების თანამედროვე მართვის მიდგომებისა და გამოწვევების შესახებ, ჩაუტარდათ. ასეთი სემინარები საქართველოში მანამდე არ არსებობდა.

ბაგა - ბაღების ხელმძღვანელებმა მიიღეს ინფორმაცია იმაის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში.

სკოლამდელ ბავშვებს, შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ, ნარჩენების მართვის, სეპარაციის და გადამუშავების პრინციპები ეცოდინებათ და მცირე ასაკიდანვე ჩამოუყალიბდებათ გარემოს მიმათ პასუხისმგებლობა.

სემინარი ჩატარდა USAID/WMTR II-ის პროექტის ფარგლებში. მას ორგანიზაცია CENN - ი ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში WMTR II ’’.

ორგანიზაცია ამავე პროექტის ფარგლებში, მსგავსი სემინარების ჩატარებას არაერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გეგმავს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები