,,სირცხვილიას" წევრები გორში აქციას მართავენ - ,,სამარცხვინო მერი"
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორში აქციას მართავს. ის ორგანიზაცია ,,სირცხვილიას" წევრებთან ერთად მერიის შენობის წინ იმყოფება.

მაქარაშვილის თქმით, ქალაქს სამარცხვინო მერი ჰყავს. საუბარი ეხება კოტე თავზარაშვილის გამონათქვამებს ოკუპაციასთან და რუსეთთან დაკავშირებით.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრია ასევე ნიკა წიქარიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ამ ორგანიზაციის წევრობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები