გორში მიმდინარეობს შეხვედრა თემაზე „ბორდერიზიაცია“ და მისი გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე
დღეს, გორის საინფორმაციო ცენტრი - შიდა ქართლის ჰაბის ინიციატივით იმართება შეხვედრა თემაზე „ბორდერიზიაცია“ და მისი გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება. შეხვედრა გორის საინფორმაციო ცენტრის ოფისში მიმდინარეობს, სადაც იხილება შემდეგი საკითხები:

- არსებული სიტუაცია ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის
გასწვრივ

- „ბორდერიზაციის“ შედეგები და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება ამ
პრობლემებზე

- სახელმწიფო უწყებათაშორისი კოორდინაცია

- ნდობის გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მხადამჭერი
პროგრამები

- ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი ამ პრობლემებთან გამკლავებაში და
კოორდინაცია ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს შორის

შეხვედრას ესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი და აპარატის ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ განსახილველი საკითხების მიმართულებით. ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრა იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები