ელიზაბეთ რუდი ტანას ხეობაში
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლში, ტანას ხეობაში იმყოფებოდა. ფოტოებს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გუბერნატორმა და რუდმა მოინახულეს თხინალას ჩანჩქერი, ატენის სიონი და შატო ატენი.

,,ელჩს ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალი გავაცანით. აღსანიშნავია, რომ რეგიონისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა და თანამეგობრობა. საუბრის ერთ-ერთი თემაც სამომავლო პარტნიორობა და ორი ქვეყნას შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება იყო. ლაშქრობის დასასრულს სტუმარმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ტანას ხეობა მისთვის აღმოჩენა იყო და ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი შიდა ქართლში." - აცხადებს გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები