ხაშურში 36 წლის ქალი დაჭრეს
ყოფილმა ქმარმა მას სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ქალი ხაშურში „ევექსის“ კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
„მრავლობითი მოტეხილობებით, ქალა სარქველის ტრამვით შემოიყვანეს ახალგაზრდა ქალი. სავარაუდოდ მას ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“- უთხრეს Qartli.ge-ს სამედიცინო დაწესებულებიდა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები