12 ოქტომბერს ერგნეთში აქცია გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში აქციას გამართავს სახელწოდებით „ოკუპაციის სტატისტიკა - პასუხი ღარიბაშვილს“.

ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით დორენიანი აცხადებს, რომ აქციით თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გააპროტესტებენ.

„ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დროს სახელმწიფოს არ დაუკარგავს არც ერთი ტერიტორია. ამ აქციით ახალგაზრდები ჩაუტარებენ ერგნეთში საჯარო ისტორიის გაკვეთილს თავდაცვის მინისტრს“- აცხადებს დორენიანი.

აქციის პარალელურად, ახალგაზრდები დაათვალიერებენ 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს ერგნეთში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები