მეუფე ანდრია გორის დღეზე: ,,განცდა არ უნდა იყოს პიროვნული."
გორის დღის დასკვნით ღონისძიებაზე მეუფე ანდრიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღესასწაულს არ სჭირდება დავალებები.

,,სიხარულის ყოველი განცდა გახდა მნიშვნელოვანი, თითქმის ყველას გვინდა სიხარული, სიკეთე, ყველაზე საუკეთესო ერთმანეთისადმი, მაგრამ უკამყოფილონი ვართ გამრავლებული ნეგატივით, თუ ჩვენ არ შევცვალეთ, სხვა არავინ შეცვლის."

,,დღეს ბევრი სიხარული იყო, ადამიანებს შინაგანად გულითადად უხაროდათ, მაგრამ ეს სიხარული კიდევ უფრო მეტად იქნება აღსანიშნავი და მოფენილი არემარს, თუ დღევანდელი დღე და ყველაასეთი მნიშვნელოვანი დღე, კი არ იქნება... მე ერთი წამით არ ვაკნინებ მონდომებას ჩვენი რეგიონის და გორის რაიონის ხელმძღვანელობის, მაგრამ განცდა არ უნდა იყოს აბსოლუტურად პიროვნული; რომ ეს შენი ქალაქი არის და შენი ქალაქის დღეა;"

,,და ამას არ სჭირდება დავალებები, შენ ეს გააკეთე, შენ ეს გააკეთე; ყველას, ვისაც უნდა გააკეთოს და ამით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება თავის ქალაქისადმი, სოფლისადმი, უბნისადმი, მაშინ ეს სიხარული სულ იქნება საყოველთაო."

,,შეიძლება ჩვენ გვჭირდება ცოტა დაძალება, მაგრამ მადლობას მოგახსენებთ, დაძალებისათვის, მაგრამ აღვნიშვნავ, რომ დღე იყო სიხარულის, დადებითი განცდების. სიყვარულის სათავე არის ღმერთი; სიყვარული არც ადამიანის გარეშეა" - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

დღეს, 12 ოქტომბერს, გორში აღნიშნეს ,,გორის დღე - 2019". მეუფე ანდრია თავის დროზე აცხადებდა, რომ გორის დღესასწაული უმჯობესია დაემთხვეს ოქონობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები