მშენებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ყანჩაველი გორის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს
მშენებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ყანჩაველი გორის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს.

1966-1985წწ. მუშაობდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების ინჟინრად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1985-1995წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად;

1995 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ქ. გორის N3 სამშენებლო ტრესტის გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა გორისა და საჩხერის რაიონების სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი ახალდასახლებებისა და რიგი სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში; იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (ქ. გორის მაჟორიტარი დეპუტატი); პარლამენტის მშენებლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები