გორის მინი ზოოპარკში მკვდარ ფრინველს ვირთხები ჭამენ
მოქალაქემ გორის მინი ზოოპარკიდან გამოგვიგზავნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ გორის მინი ზოოპარკში მკვდარ ფრინველს ვირთხები ჭამენ.

,,საცოდაობაა, რაც აქ ხდება. დათვიც გაძვალტყავებულია, ისეთი გამხდარია, შია ალბათ და ჩვენს დანახვაზე პირს აღებს" - გვაცნობა მოქალაქემ.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევა გორის მინი ზოოპარკში მოსალოდნელი არ არის, რადგან ეგზოტიკური ფრინველები ისედაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

ფაქტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს შეატყობინა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები