2019 წელს ხაშურში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 2 ქალია მოკლული, 1 გადარჩა
2019 წელს ხაშურში 2 ქალია მოკლული, რომლის გამოც, დაკავებულები ყოფილი მეუღლეები არიან. მესამე შემთხვევაში კი, ქალი გადარჩა.

პირველი შემთხვევა 2019 წლის მარტში მოხდა. 33 წლის ქალი სამსახურში დაჭრეს. ცივი იარაღით მას მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და კულმკერდის არეში მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ყოფილი მეუღლე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მეორე ფაქტი 2019 წლის მაისში მოხდა. 54 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა, ეს შემთხვევაც თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

ქალს ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამ შემთხვევაშიც განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მესამე, ბოლო ფაქტი სულ რამდენიმე დღის წინ 10 ოქტომბერს, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

30 წლის ქალს ყოფილმა მეუღლემ სამსახურში, ჯერ ხელყუმბარა შეუგდო, რომელიც არ აფეთქდა, შემდეგ იარაღის კონდახით უმოწყალოდ სცემა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა.

ნათია გოგალაძე მრავლობიოთი დაზიანებებით ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლე, ირაკლი დეკანოიძე დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები