გორში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მოზარდი ბრალს არ აღიარებს
21-წლამდე ასაკის მოზარდი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ადვოკატმა საჩივარი გორის სასამართლოში შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე, საუბარი არ შეუძლია. მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალდებულ მოზარდს წინასწარი პატიმრობა გუშინ, 13 ოქტომბერს შეუფარდეს.

qartli.ge-ს ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს, რადგან არასრულწლოვან გოგონას, რომელსაც არც კი იცნობდა და წინასწარ ვერ განსაზღვრავდა ასაკს, სადარბაზოში სამკაულის წასართმევად შეყვა.

გამოძიების ვერსიით, ,,ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება არასრულწლოვნის მიმართ - ისჯება 6 - დან 9 წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები