ახალი ამბები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
გორის დღეზე, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართა, მოცეკვავეები სცენიდან გადმოცვიდნენ. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეოს ავტორი კითხულობს, თუ როგორ არიან ბავშვები. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიაში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ, ნაწილმა სცენიდან ჩამოსვლისას თავი ვერ შეიკავა და ძირს ასფალტის საფარზე დაეცა.

გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ იციან, თუ რომელი გუნდის ბავშვები იყვნენ. ,,ძალიან ბევრი გუნდი იყო, ყველაფერს ხომ ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ" - აცხადებს პრეს-სამსახური. მერიამ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები