ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა - რამდენიმე მედიკოსს ლიცენზია შეუჩერეს
ხაშურში ევექსის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაცია Qartli.ge-ს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დაუდასტურა.

„40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად გადმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“ -უთხრეს Qartli.ge-ს კლინიკიდან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. ლიცენზია შეუჩერდა კონკრეტულ მედიკოსებს:

„ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. „ აცხადებენ კლინიკაში.

გაგრძელება:

,,ვითხოვდით საკეისრო კვეთას" - აცხადებს ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის დედა
Print

სტატიის გამოყენების პირობები