სოფელ ყობის ოკუპაციის მცდელობას სუს-ი არ ადასტურებს
„ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციუო ძალების მესაზღვრეებს ჩორჩანა-წაღვლკის ტყის მასივში ახალი გზა გაჰყავთ და სოფელ ყობის ოკუპირებას აპირებენ.

„ყობთან რუს ოკუპანტებს გზა გაჰყავთ, გაჭრილია უკვე კილომეტს ნახევარი ახალი გზის მონაკვეთი, რომელიც ჩორჩანა-წაღვლის ტყის შუაში გადის. ეს ახალი გზა რუს ოკუპანტებს აკავშირებთ ყობის მისაგდომებთან, ეს გზა ან წნელისს შეუერთდება ან შევა ყობში. ამას ჩვენ გავიგებთ დღის განმავლობაში. თუ ორი სცენარიდან ყობისკენ მიმავალი გზის სცენარი განვითარდა, არამხოლოდ ყობს წაიღებენ, არამდე დოლომიტის საბადოსაც“ - აცხადებს დავით ქაცარავა.

Qartli.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაუკავშირდა. უწყება საოკუპაციო ძალების ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესში გამოიხატება. უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი არ მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“-აცხადებენ უწყებაში.

იხ. ამავე თემაზე:

„ღმერთის ანაბარად ვართ“ - გენადი ბოსიკოვი ყობიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები