ნიქოზში ოპერის მომღერლების კონცერტი გაიმართება
17 ოქტომბერს ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში ოპერის მომღერლების კონცერტი გაიმართება.

კონცერტში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ვარსკვლავები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობენ.

ღონისძიება შიდა ქართლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართება.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები