,,წარმატებული ბიზნესის" მართვის თემაზე წაღვლელი და ჩორჩანელი ქალებისთვის ტრენინგი ჩატარდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებმა, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: წაღვლისა და ჩორჩანას წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე.

,,ტრენინგზე განიხილეს აღნიშნული სოფლების მოსახლეობის საჭიროებები და ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა საერთო პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე ორივე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნია. ამავე ტრენინგზე შემუშავდა პრობლემების ადვოკატირების გეგმა." - აღნიშნავენ ტრენინგის ორგანიზატორები.

წაღვლელ და ჩორჩანენ ქალებს ,,გარდენია შევარდნაძის’’ ხელმძღვანელი ზურაბ შევარდნაძეს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა გამოცდილება წარმატებული ბიზნესის მართვაში.

სემინარი პროექტ „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალების მონაწილეობა კარგი მმართველობისთვის ‘’ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ -ის ორგანიზებით გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები