ბავშვის უფლებათა კონვენცია და მისი იმპლემენტაცია ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მეორე ეტაპი გაიმართა,რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები ესწრებოდნენ.

შეხვედრდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინიციატივით შედგა. პირველ ეტაპზე, მოხდა შერჩეული 14-17 წლის ბავშვების გადამზადება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის არსისა და სახელმწიფოს მიერ მის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირერებით.

ტრენინგების შედეგად ბავშვებმა მოახდინეს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა შორისაა ბავშვთა უსაფრთხოების საკითხები კიბერ-სივრცეში, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტთან დაკავშირებული გამოწვევები და სპეციალისტების ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და სპეც-მასწავლებლების ნაკლებობა სკოლებში.

ბავშვების საინიციატივო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე მსჯელობა გორის 7ნივერსიტეტში გაიმართა, სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურს-ცენტრისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს მოესმინათ ბავშვების მიერ მომზადებული ინფორმაცია და სამუშაო შეხვედრაზევე იმუშავეს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაზე ადგილობრივ დონეზე დასახელებული გამოწვევების გადასაჭრელად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები