შაქშაქეთის მომდევნო სოფლებში პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს არ უშვებს
მოძრაობა „შეცვალე“-ს წევრებმა აქცა შაქშაქეთის პოლიციის განყოფილებასთან გამართეს. ამის მიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ უშვებენ.

შაქშაქეთის პოსტის შემდეგ ისეთი სოფლებია, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაცილებული, ასეთია - აბისი, აბისისთავი და ა.შ.

მოძრაობის წარმომადგენლები კი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყობისკენ მიდიოდნენ, რათა აქცია გაემართათ, თუმცა სამართალდამცველებმა შაქშაქეთთან შეაჩერეს.

Qartli.ge „შეცვალე“-ს ერთ-ერთ ლიდერს ნიკა ფარულავას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ისინი გამყოფ ხაზთან მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტებას აპირებდნენ.

„შაქშაქეთის განყოფილების იქით აღარ გაგვიშვეს. ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებვ რომ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებს იტაცებენ. არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არაფერს ამბობს. ინფორმაციის ვაკუუმში ვართ, ჩამოვედით რათა საკუთარი თვალით გვენახა, თუ რა ხდება ადგილზე, თუმცა გამყოფ ხაზთან არ შეგვიშვეს, ამიტომ აქცია შაქშაქეთის პოლიციის განყოფილებასთან გავმართეთ“- აცხადებს ნიკა ფარულავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები