ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის მასივში გაჩნდა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ფოტო გორი-თბილისის მონაკვეთზე, მთავარი ავტომაგისტრალიდან გადაიღეს.

ცეცხლის გარშემო ტყის მასივია, რომლის ქვემოთ სოფლები - სარიბარი და ყარაფილაა. ეს სოფლები კი,საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ სიტუაციას ამ სოფლებიდან აკვირდებოდნენ, ცეცხლი ტყის შუაგულზე, სავარაუდოდ ბალახს გაუჩნდა და მალევე ჩაქრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები