,,ჯესი" და მეგობრები - შაქშაქეთის საგუშაგოს მცველები
რამდენიმე დღეა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთთან მდებარე ბლოკპოსტზე ,,ჯესი" სტუმრებს იღებს. ის პოლიციის საგუშაგოსთან ცხოვრობს, სადაც დღეს უამრავი ხალხი იკრიბება, ძირითადად, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

მას შემდეგ, რაც სოფელ ყობის მიმართულებით (გამყოფ ხაზთან) რუსი სამხედროები გამოჩდნენ და გზის გაყვანა დაიწყეს, შაქშაქეთის პოსტის შემდეგ არსებულ სოფლებში ჟურნალისტებს აღარ უშვებენ. ბლოკპოსტზე გაჩერებულ აქტივისტებს ჯესი მასპინძლობს.

,,ჯესი" საჩუქრად მოგვიყვანეს და ჩვენ ვუვლით. აქ არ გაზრდილა, მგონი იპოვეს. მოვუწყეთ სახლი და შვილებიც ჰყავს" - გვითხრეს პოლიციელებმა.

ამავე საგუშაგოზე ცხოვრობდა კიდევ ერთი ძაღლი, თუმცა, როგორც პოლიციელებმა გვითხრეს, სხვა საგუშაგოზე გადაიყვანეს საცხოვრებლად.


მოძრაობა „შეცვალე“-ს წევრებმა აქცა შაქშაქეთის პოლიციის განყოფილებასთან გამართეს. ამის მიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ უშვებენ.

შაქშაქეთის პოსტის შემდეგ ისეთი სოფლებია, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაცილებული, ასეთია - აბისი, აბისისთავი და ა.შ.

მოძრაობის წარმომადგენლები კი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყობისკენ მიდიოდნენ, რათა აქცია გაემართათ, თუმცა სამართალდამცველებმა შაქშაქეთთან შეაჩერეს.

Qartli.ge „შეცვალე“-ს ერთ-ერთ ლიდერს ნიკა ფარულავას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ისინი გამყოფ ხაზთან მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტებას აპირებდნენ.

„შაქშაქეთის განყოფილების იქით აღარ გაგვიშვეს. ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებვ რომ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებს იტაცებენ. არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არაფერს ამბობს. ინფორმაციის ვაკუუმში ვართ, ჩამოვედით რათა საკუთარი თვალით გვენახა, თუ რა ხდება ადგილზე, თუმცა გამყოფ ხაზთან არ შეგვიშვეს, ამიტომ აქცია შაქშაქეთის პოლიციის განყოფილებასთან გავმართეთ“- აცხადებს ნიკა ფარულავა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები